ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად პარლამენტთან მისული პაატა ბურჭულაძე - აქ არის საქართველოს სამართლის გაუთავებელი პანაშვიდი, ყველა ადამიანი ვალდებულია, აქ მოვიდეს

ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად პარლამენტის შენობასთან ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე მივიდა.

ბურჭულაძემ საზოგადოებას მოუწოდა, რომ მივიდეს შვილმკვდარი მამების მხარდასაჭერად.

„ყველა ადამიანი ვალდებულია, რომ მოვიდეს და მიუსამძიმროს ამ ადამიანს. როცა ეს ამბავი მოხდა, მე დავურეკე ტელეფონით და მივუსამძიმრე. თუ არ გაქვთ იმის დრო, რომ აქ იდგეთ, ერთხელ მაინც უნდა გამოიაროთ, რადგან აქ არის გაუთავებელი პანაშვიდი, აქ არის არამარტო შვილმკვდარი მამების, არამედ საქართველოს სამართლის პანაშვიდი. ორი რაღაც უნდა მივუსამძიმროთ აქ ხალხს, მამებსა და საქართველოს, რომ სამართალი გარდაიცვალა. მეტს ვერაფერს გეტყვით, მე საპიაროდ არ ვარ მოსული“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

მისივე თქმით, ის ყოველდღე მივა პარლამენტის შენობასთან 5 წუთით მაინც.

„ყოველ დღე გამოვივლი და ამ ადამიანებთან ვიქნები 5 წუთით მაინც. ყველას მოვუწოდებ, მობრძანდით. არ არის აუცილებელი აქ მთელი ღამე გაათენოთ“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამას, ზაზა სარალიძეს დღეს სამართალდამცველებმა პარლამენტთან კარვის გაშლის საშუალება არ მისცეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო