30 სექტემბერს გორის სახალხო დღესასწაული გაიმართება

30 სექტემბერს გორის სახალხო დღესასწაული გაიმართება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

„მინდა ყველა მოგიწვიოთ გორის დღესასწაულზე. ძალიან დატვირთული და საინტერესო დღე იქნება. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მოსახლეობას ეს დღე დიდხანს დაამახსოვრდეს. გვეყოლება სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. გელოდებით ყველას, ერთად აღვნიშნოთ ეს დღე,“ - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

დღეს გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა და მხარის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა რეჟისორთან ერთად ის ადგილები დაათვალიერეს, სადაც 30 სექტემბერს ღონისძიება გაიმართება.

„გორის დღეს“ მოხდება ყურძნის დაწურვა, ჩურჩხელების ამოვლება, აგროფესტივალის ფარგლებში კი შიდა ქართლში დაყენებული ღვინოების, თაფლის, ყველის, ჩირების დაგემოვნება, ყვავილების გამოფენა - გაყიდვა მოეწყობა; ხალხური რეწვის ოსტატებისა, მხატვრების, ტატულაშვილის ორსაუკუნოვანი კერამიკის ნამუშევრების, მუზეუმების გამოფენები გაიმართება. ეს ის არასრული ჩამონათვალია, რაც მოსახლეობას დღესასწაულზე ელოდება.

30 სექტემბერს გორის სახალხო დღესასწაულზე ღონისძიებები სამ ლოკაციაზე მოეწყობა. კერძოდ, კირიონ II -ის ქუჩაზე, შადრევანისა და ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე.

მსურველებს რესტორანი „ბლექ სტარი“ უმასპინძლებს, როგორც ძველი სამიკიტნო, დაუკრავს მედუდუკეთა ანსამბლი და მათ მიკიტანი მოემსახურებათ.

ასევე, ჩატარდება სპორტული ღონისძიებები, შეჯიბრი მკლავჭიდსა და ჭიდაობაში, გაცოცხლდება ძველი თამაში ლახტი.

„შადრევანთან პატარებს საბავშვო კუთხე ელოდებათ: ატრაქციონები და სახის მოხატვა, მსახიობები მთელი დღის მანძილზე ბავშვების განწყობაზე იზრუნებენ. გორის ციხის ფერდობებზე განლაგებულ ფაცხებში წარმოდგენილი იქნება სოფლის ნობათი. დაგეგმილია კლიპის პრეზენტაცია შიდა ქართლის შესახებ, რომელიც ჩვენი მხარის სავიზიტო ბარათი გახდება და ტურისტების მოზიდვას შეუწყობს ხელს.

30 სექტემბერს გორში სამი კონცერტია დაგეგმილი, წარმოდგენილი იქნებიან როგორც ადგილობრივი შემსრულებლები და ჯგუფები, ასევე თბილისიდან მოწვეული მუსიკოსები. ერისთავის თეატრში გორის ქალთა კამერული გუნდის კონცერტი გაიმართება. საღამოს ღონისძიებებს ფოიერვერკები დაასრულებს“, – აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა