ნორიოს ტყეში სამხედროებს შორის დაპირისპირების საქმეზე  ბრალდებულმა ნაფიცი მსაჯულების მიერ საქმის განხილვაზე თანხმობა განაცხადა

რუსთავის საქალაქო სასამართლოში, 25 მაისს, ნორიოს ტყეში სამხედროებს შორის დაპირისპირების საქმეზე, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. სხდომას მოსამართლე მადონა მაისურაძე თავმჯდომარეობს.

ნორიოს ტყეში სამხედრო მოსამსახურეებს შორის მომხდარი შემთხვევის შედეგად, სერგო ჯიმშერაშვილმა თავის ტვინის დაზიანებები მიიღო და კომატოზურ მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფებოდა. ის რამდენიმე კვირის წინ გარდაიცვალა.

როგორც მოსამართლემ სხდომის მიმდინარეობისას განაცხადა, სერგო ჯიმშერაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ ირაკლი სამხარაძეს, 3 სექტემბერს ბრალი დაუმძიმდა და მის მიმართ გამოძიება უკვე 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია გულისხმობს. წაყენებულ ბრალში ირაკლი სამხარაძე თავს დამნაშავედ არ სცნობს. მოსამართლის შეთავაზებაზე, შემდგომში საქმის ნაფიცი მსაჯულების მიერ განხილვაზე, მან თანხმობა განაცხადა.

სხდომას ესწრება აღნიშნულ საქმეში კიდევ 4 ბრალდებული: გ.ბაზარაშვილი, შ.მეფარიძე, გ.თურაზაშვილი და ბ.რუსიეშვილი, რომელთა მიმართაც გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით სსკ-ის 376 მუხლით მიმდინარეობს და ისინი გირაოს სანაცვოდ არიან გათავისუფლებული, ირაკლი სამხარაძეს კი აღმკვეთის სახედ პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს