ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდების საკითხზე სასამართლო განცხადებას ავრცელებს

ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა და სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ჯგუფურად ჩადენილი უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტებზე, ექვსი ბრალდებულის მიმართ და მათ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 12 ნოემბერს, 11:00 საათზე გაიმართება.

„წარდგენილი ბრალდების თანახმად, გია თ.-ს ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ესე იგი მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის უპირატესობის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია. ნათელა მ.-ს, ნინო გ.-ს ნინო კ.-ს, ლაშა ჩ.-ს და ქეთევან ჩ.-ს ბრალად ედებათ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ჯგუფურად ჩადენა, ესე იგი სამეწარმეო საქმიანობა ნებართვის გარეშე და სანებართვო პირობების დარღვევით, რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. ხოლო ნინო გ. ასევე, ბრალდებულია აღნიშნული დანაშაულის არაერთგზის ჩადენისათვის.

საქმე ეხება, აფთიაქების მფლობელების მიერ მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განხორციელებულ უკანონო სამეწარმეო საქმიანობას. კერძოდ კი სხვადასხვა ავტორიზებულ აფთიაქში, სანებართვო პირობების უხეში დარღვევით, რეცეპტის გარეშე ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაციის ფაქტებს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ უფროსმა, ბრალდებულმა გია თ.-მ უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენა 15 აფთიაქი, რის საფუძველზეც ამავე სამსახურის ინსპექტირების სამმართველოს მხრიდან, არ მომხდარა რეაგირება აფთიაქების უკანონო საქმიანობაზე. შესაბამისად, სანებართვო პირობების დარღვევაზე არ მომხდარა რეაგირება „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში“ შესულ სატელეფონო შეტყობინებებზეც და აფთიაქებს ეძლეოდათ საშუალება უნებართვოდ სისტემატიურად ევაჭრათ ფსიქოტროპული მედიკამენტებით, უკანონოდ მიეღოთ დიდი ოდენობით შემოსავალი, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შერჩევისას, მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ ბრალდებულებს ბრალად ედებათ განზრახი დანაშაულის შესაძლო ჩადენაში, რომელიც ატარებდა სისტემატიურ ხასიათს და განხორციელდა ჯგუფის მიერ. ბრალდებულთა მხრიდან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეთა გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მხოლოდ პროკურატურის მიერ მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიების სახედ - პატიმრობის გამოყენების პირობებში იქნება უზრუნველყოფილი სამართლიანი, სწრაფი და შეჯიბრობითობის პრინციპებზე დაფუძნებული პროცესის წარმართვა“, -ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა