პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 27 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოვა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მთავრობის მეთაური გენერალური დებატების მონაწილეებს ქართულ ენაზე მიმართავს. მათივე ინფორმაციით, პრემიერი საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებსა და რეგიონში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრებს.

მამუკა ბახტაძე გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის მუშაობაში 24 სექტემბრიდან მონაწილეობს. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პრემიერმა სიტყვით მიმართა ნელსონ მანდელას მშვიდობის სამიტის მონაწილეებს, ასევე, გამართა მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირის ლიდერებთან, სხვადასხვა სახელმწიფოს პირველ პირებთან, გაეროს გენერალურ მდივანთან, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა