გიორგი ქობულია - საერთაშორისო საინვესტიციო საზოგადოება საქართველოსა და მის მომავალს პოზიტიურად უყურებს

აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ გამოქვეყნებული განახლებული „აზიის განვითარების შეფასების ანგარიშის“ (Asia Development Outlook) მიხედვით, ბანკმა 2018 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.5%-დან 4.9%-მდე, ხოლო 2019 წლის პროგნოზი 4.7%-დან 5.0%-მდე გააუმჯობესა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

აზიის განვითარების ბანკის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაუმჯობესება განპირობებულია მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდით 2018 წლის პირველ ნახევარში და ინვესტიციების ზრდით, რაც ქვეყნის ბიზნეს გარემოს მიმართ კერძო სექტორისა და ინვესტორთა პოზიტიური განწყობის შედეგია.

„ეს ანგარიში მიუთითებს იმ დადებით შეფასებაზე, რომელსაც ჩვენ გვაძლევს ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, როგორიცაა აზიის განვითარების ბანკი და იმ პოზიტივზე, თუ როგორ უყურებს საერთაშორისო საინვესტიციო საზოგადოება საქართველოსა და მის მომავალს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ.

სამინისტროს ინფორმაციით, აზიის განვითარების ბანკის პროგნოზით, 2019 წელს პოზიტიური ტენდენციები გაგრძელდება როგორც საგარეო, ასევე შიდა მოთხოვნის თვალსაზრისით. ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო მრეწველობის და მომსახურების სექტორში დაფიქსირებულმა მაღალმა ზრდამ. პოზიტიური ტენდენციები კვლავ გრძელდება ტურიზმის სექტორში. რაც შეეხება ეკონომიკის მოთხოვნის მხარეს, გაიზარდა სახელმწიფოს დანახარჯები ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, გაუმჯობესდა კერძო ინვესტიციებისა და მოხმარების მაჩვენებლები.

აზიის განვითარების ბანკი ყურადღებას ამახვილებს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე. მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ზრდას ხელს უწყობს საგადასახადო შეღავათები და დღგ-ს ზედმეტობების დაბრუნება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს