საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის სახელით ორგანიზებულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, მიღება ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის მონაწილე ქვეყნების დელეგაციების ხელმძღვანელთა პატივსაცემად გაიმართა.