გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა

გურამ თუშიშვილი (+100) ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

თუშიშვილი ფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ქართველ ძიუდოისტს უშანგი კოკაურს დაუპირისპირდა და შეხვედრის დასრულებამდე 4 წამით ადრე იპონით დაამარცხა.

გურამ თუშიშვილი პირველი ქართველი ძიუდოისტია მიმდინარე ტურნირზე, რომელმაც ოქროს მედლის მოპოვება შეძლო. 23 წლის ძიუდოისტისთვის ეს კარიერაში პირველი ოქროს მედალია მსოფლიოს ჩემპიონატზე.

შეგახსენებთ, რომ თუშიშვილმა მეორე წრეში გოლიათი რუმინელი დანიელ ნატეა დაამარცხა, შემდეგ უკრაინელ იაკივ ხამოს მოუგო. მერე მეოთხედფინალში ჰოლანდიელ როი მეიერს დამატებით დროში სძლია, ნახევარფინალში კი მონღოლ დურენბაიარ ულზიბაიარს მოუგო.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა ძიუდოისტმა ყველა შეხვედრა იპონით მოიგო.

ამ გამარჯვებით თუშიშვილმა საქართველოს მესამე მედალი, თუმცა ყველაზე მაღალი სინჯის მოუტანა. საქართველოს ანგარიშზე 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაოს მედალია. ვერცხლის მედალი 25 სექტემბერს ვარლამ ლიპარტელიანმა (100) მოიპოვა, ხოლო ტურნირის სტარტზე ამირან პაპინაშვილმა (60) ბრინჯაოს მედალი აიღო.

ამით მსოფლიო ჩემპიონატის ინდივიდუალური შეჯიბრება დასრულდა. 27 სექტემბერს გუნდური პირველობა დაიწყება, სადაც საქართველოს ნაკრები არ მონაწილეობს, რადგან ქალებში წარმომადგენელი არ ჰყავს.

იხილეთ ვიდეო: დაუჯერებელი გამარჯვება ბოლო წამებზე - გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა!

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო