დავით სერგეენკო - გია თვალავაძე წესიერი კაცია და სასამართლო დაადგენს ობიექტურ რეალობას

გია თვალავაძის დაკავებამ რა თქმა უნდა, იმოქმედა სამინისტროსა და მინისტრის რეპუტაციაზე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისი თქმით, მინისტრი არის პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც კი ხდება სამინისტროს დაქვემდებარებულ მიმართულებებზე.

„მე მჯერა, რომ გია თვალავაძე ბუნებით წესიერი კაცია. მინდა ყველას ვთხოვო, სანამ ის ბრალდებულია და სანამ სასამართლოს არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება, თავი შეიკავოს შეფასებისგან იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვიძახი, გია თვალავაძე წესიერი კაცია და სასამართლო დაადგენს ობიექტურ რეალობას. რა თქმა უნდა, სამინისტროს რეპუტაციაზე ამან იმოქმედა და მინისტრის რეპუტაციაზეც ამან იმოქმედა, რადგან მინისტრი არის პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც კი ხდება სამინისტროს დაქვემდებარებულ მიმართულებებზე“, - განაცხადა აშშ-ში მყოფმა სერგეენკომ „რუსთავი 2“-თან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებულ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს გია თვალავაძეს და ამავე საქმეზე, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით დაკავებულ კიდევ 5 პირს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა