ლალი აფციაური - გია თვალავაძის მდგომარეობა არასახარბიელოა

გია თვალავაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა არასახარბიელოა,- ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნის, გია თვალავაძის ადვოკატმა ლალი აფციაურმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

უფლებადამცველის თქმით, დღის განმავლობაში ის ჩაფიძის გულის კლინიკაში მისვლას აპირებს, სადაც მისი დაცვის ქვეშ მყოფია მოთავსებული.

"მოგვიანებით სავადმყოფოში სანახავად ვაპირებ მისვლას. დღეის მდგომარეობით, რამდენადაც ვიცი, ჯანმრთელობის მდგომარეობა არასახარბიელოა, თუმცა დეტალური ინფორმაცია ჯერ არ მაქვს. მივალ და გავარკვევ", - განაცხადა აფციაურმა.

სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი გია თვალავაძე კლინიკაში გულის შეტევით გუშინ გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ ე.წ.სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებულ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს გია თვალავაძეს და ამავე საქმეზე, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით დაკავებულ კიდევ 5 პირს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე