ირაკლი კობახიძე - ჩვენი ამოცანაა, „ნაციონალური მოძრაობის“ საერთო შედეგი არჩევნებში 27%-ს არ გასცდეს

ჩვენი შიდა კვლევით, სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში იმარჯვებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ამოცანაა, „ნაციონალური მოძრაობისა“ და “ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატებმა ჯამში ხმათა 27%-ზე მეტი ვერ აიღონ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ორივე კანდიდატმა ერთად 2017 წლის არჩევნებში 27% აიღო. მანამდე, “ნაციონალურმა მოძრაობამ“ 27% აიღო 2016 წლის არჩევნებში. ჩვენი ამოცანაა, “ნაციონალური მოძრაობა“ ამ 27%-ს არ გაცდეს. მას უამრავი დანაშაული აქვს საზოგადოების წინაშე. მათი მთავარი დანაშაული 2008 წლის ომს უკავშირდება, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მიხეილ სააკაშვილმა რუსეთს საქართველოს ორი ისტორიული რეგიონი ჩააბარა. ეს არის მათი უმძიმესი დანაშაულის შედეგი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძე.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო