ადვოკატი - გია თვალავაძე ჩაფიძის გულის ცენტრში რჩება, რადგან ამ ეტაპზე კატეგორიულად გამორიცხულია მისი  გადაადგილება

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი გია თვალავაძე სხვა კლინიკაში არ გადაჰყავთ და მკურნალობას კვლავ ჩაფიძის გულის კლინკაში განაგრძობს. როგორც თვალავაძის ადვოკატმა, ლალი აფციაურმა „ინტერპრესნიუსს" კლინიკაში განუცხადა, გია თვალავაძეს გულის პრობლემის გარდა სხვა დაავადებაც აწუხებს, რის გამოც გაჩნდა მოსაზრება, რომ ის სხვა კლინიკაში გადაეყვანათ, თუმცა ადვოკატის განმარტებით, თვალავაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა და ამ მიზნით მისი გადაადგილება შეუძლებელია.

„გია თვალავაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია. გულის დაავადების გარდა მას კიდევ სხვა კუთხით შეექმნა პრობლემები. ჯანმრთელობის მდგომარეობის კონფიდენციალურობიდან გამომდინარე, დეტალებში არ მინდა შევიდე, თუმცა ინფორმაცია მის ჯანმრთელობაზე საკმაოდ სერიოზულია. როგორც აღვნიშნე, გულის პრობლემის გარდა სერიოზული დაავადებაც აწუხებს და ჯერ კიდევ გამოკვლევები მიმდინარეობს. დიაგნოზიც კი არ გვაქვს. ისევ რჩება ჩაფიძის გულის კლინიკაში. ამ ეტაპზე კატეგორიულად გამორიცხულია მისი ადგილიდან დაძვრა, გადაადგილება", - განაცხადა აფციაურმა.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებულ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს გია თვალავაძეს და ამავე საქმეზე, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით დაკავებულ კიდევ 5 პირს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გია თვალავაძე კლინიკაში გულის შეტევით გუშინ გადაიყვანეს.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე