5 თვის ბავშვის გარდაცვალების გამო, სამხარაულის სახელობის რუსთავის ექსპერტიზის ბიუროსთან ხმაური იყო

ლევან სამხარაულის სახელობის რუსთავის ექსპერტიზის ბიუროსთან, წუხელ გვიან ღამით ხმაური იყო. ჟვანიას სახელობის კლინიკაში გუშინ გარდაცვლილი 5 თვის ჩვილის მშობლები და ოჯახის წევრები ბავშვის ექსპერტიზის ბიუროში გადასვენებას აპროტესტებდენენ და მოითხოვდნენ, რომ ცხედარი არ გაეკვეთათ. ჩვილის ოჯახის წევრები ტერიტორიაზე შეღწევას ცდილობდნენ, რა დროსაც პოლიციასთან შეხლა-შემოხლა მოხდა.

ადგილზე სიტუაციის განმუხტვის მიზნით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ლაშა გოგნიაშვილი იმყოფებოდა. მშობლების ინფორმაციით, ბავშვს 4 ოპერაცია ჩაუტარდა, ბოლოს კი გული გაუჩერდა.

ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ, ჩვილის ცხედარი მშობლებმა სახლში გადაასვენეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება ფაქტზე დაწყებულია სსკ-ის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა