სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ყოფილი უფროსი გია თვალავაძე კლინიკაში რჩება

სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს ყოფილი უფროსი გია თვალავაძე ჩაფიძის გულის ცენტრში რჩება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კლინიკაში განუცხადეს, თვალავაძის ოჯახის წევრების მოთხოვნით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას არ გასცემენ.

თვალავაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მცირე კომენტარი გუშინ მხოლოდ მისმა ადვოკატმა გააკეთა, რომლის თქმითაც, ჯანდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის ჯანმრთელობის მდგომარეობა არასახარბიელოა.

შეგახსენებთ, რომ ე.წ.სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებულ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს გია თვალავაძეს და ამავე საქმეზე, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით დაკავებულ კიდევ 5 პირს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გია თვალავაძე ციხიდან ჩაფიძის გულის ცენტრში 26 სექტემბერს გულის შეტევით გადაიყვანეს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა