იუსტიციის სახლის დირექტორი ტაქსის მძღოლების რიგზე - დღეს უკანასკნელ მომხმარებლამდე ვიმუშავებთ

ტაქსების ლიცენზირებისა და სამეწარმეო პირების რეგისტრაციის გამო, იუსტიციის სახლი დღეს უკანასკნელ მომხმარებლამდე იმუშავებს. ამის შესახებ იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა გივი აზაურაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დღეს იუსტიციის სახლში ხალხის ჩვეულზე დიდი ნაკადია.

„დღეს იუსტიციის სახლში ჩვეულზე მეტი ნაკადია, რაც გამოწვეულია ორი მიზეზით. პირველი არის ის, რომ დღეს რეგისტრაციის ვადა იწურება ერთი მხრივ სამეწარმეო რეესტრში იმ პირებისა, რომლებიც ახორციელებენ საქართველოს მთავრობის 381-ე დადგენილებით საშიშ და მავნე პირობებიან საქმიანობებს. დღეს ასევე სრულდება ტაქსის საქმიანობის ლიცენზირების თარიღი, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ 1-ელი ოქტომბრის შემდეგ არ ექნებათ მათ ლიცენზიის აღების შესაძლებლობა. უბრალოდ, 1-ელი ოქტომბრის შემდეგ, ლიცენზიის გარეშე ტაქსის საქმიანობის წარმოება შეზღუდულია. სამწუხაროდ, დიდი რაოდენობის მოქალაქეებმა მხოლოდ უკანასკნელ დღეს მოგვმართეს. იუსტიციის სახლი მშვიდად ახორციელებს მოქალაქეების მომსახურების ყველა სერვისის გაცემას. დღეს ვმუშაობთ უკანასკნელ მომხმარებლამდე. 18:00 საათზე კარი არ იკეტება", - განაცხადა აზაურაშვილმა.

ტაქსის მძღოლების ნაწილი დიდი რიგების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს და აცხადებენ, რომ ლიცენზირების უკანასკნელ დღეს მოსვლის მიზეზი არაინფორმირებულობა ან ლიცენზირებისთვის საჭირო თანხის არქონაა.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო