დავით ჭიჭინაძე - გავრცელებული ჩანაწერებიდან ჩანს, რომ ჩხარტიშვილი და ჩუბინიშვილი ებრძვიან ქუმსიშვილს იმიტომ, რომ ის 26 მილიონით აპირებდა ვიღაცის დაჯარიმებას

გავრცელებული ფარული ჩანაწერებიდან ჩანს, რომ ჩხარტიშვილი და ჩუბინიშვილი ებრძვიან ქუმსიშვილს, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსის“ ეთერში, დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

„ჩვენს კომიტეტში უკვე ლუპით დავსდევთ ყველა კანონს, რომლის უკან ვინ დგას. სულ რაღაცის გაძვრენაზე არიან. განწყობა ისეთია, რომ ყველამ ყველაფერი იცის.

იმ ჩანაწერებსაც რომ ვუყურებთ, ჩანს, რომ ჩხარტიშვილი და ჩუბინიშვილი ებრძვიან ქუმსიშვილს იმიტომ, რომ 26 მილიონით აპირებს ქუმსიშვილი ვიღაცის დაჯარიმებას, ხოლო ამათ ჰყავთ კეთილშობილი ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს მოაგვარებს. რაღაც გაუგებარი ხდება. ჩემი აზრით, ჩხარტიშვილთან ურთიერთობა ნებისმიერი ხელისუფლებისთვის არის სირცხვილი, რადგან ის ასოცირებულია მილიონობით ადამიანის ძარცვასთან“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.

დეპუტატის თქმით, კვირიკაშვილის და მისი მთავრობის დროს ჩხარტიშვილი, ფარცხალაძე და სხვა პირები ნაკლებად ჩანდნენ.

„ეტყობა შიდა დაპირისპირება იყო, ჩვენამდე ეგ არ მოდიოდა, მაგრამ როცა წავიდა ეს ხალხი, უფრო მეტად გამოჩნდა. ამ საუბრებიდან იკვეთება ის, რომ ეს ადამიანები ებრძოდნენ ამ მეორე ნაწილს. სახელმწიფოს ეს იმად დაუჯდა, რომ აგვისტოში გვქონდა 2%-იანი ეკონომიკური ზრდა. ასეთი დაბალი მაჩვენებელი დიდი ხანია არ გვქონია“, - აღნიშნა დეპუტატმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია