გრიგოლ ვაშაძე - სალომე ზურაბიშვილისგან დებატების შეთავაზება ჩემთვის ისეთივე გამოწვევაა, როგორც რუსთაველზე გასეირნება -  ცოტა გრამატიკაში წაიმეცადინოს, ვიდრე შემხვდება

სალომე ზურაბიშვილმა ცოტა ქართულ გრამატიკაში წაიმეცადინოს, ვიდრე შემხვდება, - ასე გამოეხმაურა გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე სალომე ზურაბიშვილის მიერ დებატების შეთავაზებას.

„სალომე ზურაბიშვილის დებატების შეთავაზება ჩემთვის ისეთივე გამოწვევაა, როგორც რუსთაველზე გასეირნება. რომელ ეროვნულ არხზეც ინებებს, როცა ინებებს, რა კომპოზიციაშიც ინებებს ე.წ. დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელიც არც დამოუკიდებელია არც დიპლომატი, არც ქართველი არაა. ერთი თხოვნა მაქვს, ცოტა ქართულ გრამატიკაში წაიმეცადინოს სანამ შემხვდება", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

,,გადავწყვიტე ავიღო ინიციატივა და ვთქვა, რომ მე ამ შავი ძალის ორივე სახეს ვიწვევ ამ დებატებზე, მივიღებ მონაწილეობას ნეიტრალურ სივრცეში, რათა მე დავაფიქსირო ჩემი სიმართლე, პოზიციები და ყველასთვის ნათელი მოვფინოთ იმას, რაც ხდება დღეს ქვეყანაში",- ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

იხილეთ ვიდეო: "ერთი თხოვნა მაქვს, ცოტა ქართულ გრამატიკაში წაიმეცადინოს" - გრიგოლ ვაშაძე სალომე ზურაბიშვილზე

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში