გიორგი გახარია - მე გავცემ პასუხს კითხვებზე ყველგან, თბილისშიც, ლონდონშიც და ბომბეიშიც, ხოლო ოქუაშვილი გადაიხდის ბოლო ლარს ბიუჯეტში

მე გავცემ პასუხს კითხვებზე ყველგან, თბილისშიც, ლონდონშიც და ბომბეიშიც, ხოლო ოქუაშვილი გადაიხდის ბოლო ლარს ბიუჯეტში, რაც მას ეკუთვნის, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

ასე პასუხობს გახარია მის წინააღმდეგ "ომეგა ჯგუფთან" დაკავშირებულ ბრალდებებს.

"თუ სერიოზულად ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ეს ერთი მსახიობის თეატრი ღიმილის მომგვრელია. ყველა კითხვას გაეცემა პასუხი თბილისშიც, ლონდონშიც და ბატონი ოქუაშვილი თუ მოინდომებს - ბომბეიშიც. არანაირი პრობლემა არ არის. თუმცა ბატონ ოქუაშვილს მოუწევს თითო თეთრის გადახდა იმ ვალიდან, რაც აქვს. შეხვედრა შედგა, მე მაშინ ვიყავი ბიზნესომბუდსმენი, როგორც ჩანს, ძალზედ ძლევამოსილი ბიზნესომბუდსმენი და ვერ ვგრძნობდი. შეხვედრის მიზანი იყო ადგილობრივი ბიზნესის საკითხი და იმ გაუბედურებული კომპანიის მხარდაჭერა, რომელმაც დააგროვა ამხელა ვალი სახელმწიფოს წინაშე. მე გავცემ პასუხს ყველა კითხვაზე ყველგან, თბილისშიც, ლონდონშიც და ბომბეიშიც და ოქუაშვილი გადაიხდის ბოლო ლარს ბიუჯეტში, რაც მას ეკუთვნის", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

იხილეთ ვიდეო: "ისიც მითხრეს რომ თურმე გავწითლებულვარ, ეხლაც ხო არ გავწითლდი?" - გიორგი გახარია "ომეგა ჯგუფთან" დაკავშირებულ ბრალდებებზე

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026