გრიგორი კარასინი - საქართველოში წინასაარჩევნოდ შექმნილ ვითარებას ყურადღებით ვაკვირდებით და იმედი გვაქვს, რომ ის ანტირუსული ხასიათის არ იქნება

მოსკოვი ყურადღებით აკვირდება საქართველოში წინასაარჩევნოდ შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას და იმედი აქვს, რომ წინასაარჩევნო ატმოსფერო ანტირუსული ხასიათის შემცველი არ იქნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრამდე განაცხადა.

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით პოლიტიკურ სიტუაციას, რომელშიც საპრეზიდენტო არჩევნები ჩაივლის. იმედი გვაქვს, რომ ის ანტირუსული მიმართულებით არ განვითარდება“, - განაცხადა კარასინმა.

კითხვაზე, რომელ კანდიდატს უჭერს მხარს რუსეთი, კარასინმა აღნიშნა, რომ მოსკოვისთვის „სიმპათიურია ყველა ის პოლიტიკოსი, რომლებიც ქართველ ამომრჩეველს მოსწონს“.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში