ზაზა ხატიაშვილი - ლონდონის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის თანახმად, ვანო ჩხარტიშვილზე   სატელევიზიო ეთერებით ბოლო დროს გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერები არის დამონტაჟებული და ფალსიფიცირებული

ერთი კვირის უკან მე ჩავატარე პრესკონფერენცია, რომელზეც გამოვთქვი ვარაუდი, რომ „ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელის ზაზა ოქუაშვილის, ტელეკომპანია „იბერიისა“ და „რუსთავი2“-ის მიერ ვანო ჩხარტიშვილზე გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერები არ იყო ავთენტური და საქმე გვქონდა გამიზნულ ფალსიფიკაციათან. ჭეშმარიტების დასადგენად მე მივმართე ლონდონის 2 ცნობილ საექსპერტო ბიუროს, რომელთა სანდოობა და ავტორიტეტი საყოველთაოდაა აღიარებული გაერთიანებულ სამეფოსა და ევროპაში.

ლონდონის ექსპერტიზის ბიუროს „აუდიო ფორენზიქ სერვისიზის“ [Audio Forensic Services] 2018 წლის 01 ოქტომბრის დასკვნის თანახმად: სამივე ჩანაწერი, სადაც ფიგურირებს ვანო ჩხარტიშვილი, ხელით არის მანიპულირებული, გადაკეთებული ან დამონტაჟებული. სამივე ჩანაწერი იძლევა ძალზე მყარ საფუძველს იმის სათქმელად, რომ აუდიო-ჩანაწერებზე აღინიშნება წყვეტა.

განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ერთ-ერთ 02.06 წუთიან ფარულ ჩანაწერში, სადაც ასახულია ვანო ჩხარტიშვილის, ზაზა ოქუაშვილის და ირაკლი ჩუბინიშვილის დიალოგი, აღინიშნება 8 სხვადასხვა ჩანაწერის გამოყენება და 6 მონტაჟი, რაც რეკორდული მიგნებაა ქართულ სატელევიზიო სივრცეში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ მივმართავთ საქართველოს პროკურატურას, სასწრაფოდ დაადგინოს თუ სად და ვის მიერ განხორციელდა უკანონო ფარული ჩანაწერები და სად მოხდა აღნიშნული ჩანაწერების გამიზნული ფალსიფიცირება და დამონტაჟება.

ჩვენ ასევე ვითხოვთ პროკურატურისგან დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება საგადასახადო დისციპლინის უხეში და მასშტაბური დარღვევის დანაშაულებრივ ფაქტზე და გამოარკვიოს, თუ რატომ ეგუებოდა წლების განმავლობაში დიმიტრი ქუმსიშვილი და მისი უწყება „ომეგა ჯგუფისგან“ მილიონობით ლარის გადაუხდელობას, ხომ არ დგას ამ ფაქტის უკან კორუფციული გარიგებები და ხომ არ უკავშირდება „ომეგას“ ბოლოდროინდელი ხმაური მთავრობიდან მათი სავარაუდო მფარველების წასვლას.

ასევე მოვუწოდებთ ტელეკომპანიებს, დაიცვან მედიის საქმიანობის საერთაშორისო სტანდარტები და შეწყვიტონ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ ვანო ჩხარტიშვილზე პატივისა და ღირსების შემლახავი მასალების ტირაჟირება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მივმართავთ აღიარებულ საერთაშორისო მედია ინსტიტუტებს, ევროპარლამენტს, ევროკავშირს, ევროპის საბჭოს, აშშ-ის კონგრესს, რათა შეაფასონ ტელეკომპანიების მხრიდან დამონტაჟებული და ფალსიფიცირებული მასალების გავრცელების ფაქტები.

დაინტერესებულ საზოგადოებას აქვე ვთავაზობ ლონდონის ექსპერტიზის ბიუროს „აუდიო ფორენზიქ სერვისიზის“ [Audio Forensic Services] დასკვნას და ნოტარიულად დამოწმებულ თარგმანს.

ზაზა ხატიაშვილი

ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატი

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა