პირველმა ხუთმა მომხმარებელმა iTechnics-ში iPhone Xs საჩუქრად მიიღო

საქართველოში Apple-ის ავტორიზებულ კომპანიებში ახალი iPhone Xs და iPhone Xs Max-ის გაყიდვები 28 სექტემბერს დაიწყო. აღნიშნული თარიღი გამორჩეული იმით იყო, რომ iTechnics-ში პირველ 5 მომხმარებელს საშუალება ჰქონდა, ახალი iPhone სრულიად უფასოდ, ძველი ტელეფონის დატოვების საფუძველზე, ყოველგვარი თანხის დამატების გარეშე მიეღო. აქციას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და დაწყებიდან სულ რამდენიმე წუთში 5 იღბლიანი მომხმარებელი ახალი iPhone-ის მფლობელი გახდა.

ერთი შეხედვით დაუჯერებელი აქცია, რომელმაც მთელ ქალაქში დიდი დაინტერესება გამოიწვია, „აიტექნიკსში“ იმით ახსნეს, რომ Apple-ს საქართველოს უკვე ჰყავს ავტორიზებული წარმომადგენელი სწორედ ამ კომპანიის სახით და ეს ერთგვარი სიგნალი იყო ქართველი მომხმარებლებისთვის, რომ მათ არ მოუწევთ ზედმეტი თანხის გადახდა ახალ ტექნიკაში. ავტორიზებულ კომპანიებს საშუალება აქვთ, მომხმარებლებს პირველივე დღიდან შესთავაზონ განსაკუთრებული აქციები და ფასები.

რაც შეეხება ფასებს, როგორც „აიტექნიკსში“ აღნიშნეს, საქართველოში, ისევე როგორც სხვა ევროპულ ქვეყნებში, ტექნიკის ღირებულება იქნება სტანდარტული და მომხმარებელს არ მოუწევს ზედმეტი თანხის გადახდა, თუკი ისინი არჩევანს ავტორიზებულ კომპანიაზე შეაჩერებენ. გარდა ადეკვატური ფასისა ავტორიზებულ კომპანიაში შეძენილ ტექნიკაზე ვრცელდება 1 წლიანი საერთაშორისო გარანტია, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, რაც დამატებითი კომფორტია ქართული ბაზრისთვის.

,,iTechnics მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანიაა და ქართველ მომხმარებელს მომავალშიც შესთავაზებს მსგავს აქციებს. აღნიშნული ერთგვარ ტრადიციად ჩამოყალიბდება კომპანიაში, ფასები კი ყოველთვის იქნება ჩვენი რეგიონისთვის საუკეთესო და ევროპული ბაზრის შესაბამისი,” - აცხადებენ „აიტექნიკსში“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო