ირმა ინაშვილი - ფარული სამოქალაქო დაპირისპირება მიმდინარეობს და ეს იქამდე გაგრძელდება, ვიდრე სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობას სამართლებრივი შეფასება არ მიეცემა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ მიერ მომზადებულ რეზოლუციას იხილავს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას და წინა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემას ითვალისწინებს.

რეზოლუციის პროექტს კომიტეტის წევრებს, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი აცნობს. როგორც ინაშვილმა კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, ქვეყანაში მიმდინარეობს ფარული სამოქალაქო დაპირისპირება და ეს პროცესი მანამდე გაგრძელდება, ვიდრე სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობას სამართლებრივი შეფასება არ მიეცემა. ინაშვილმა ისიც განაცხადა, რომ „მოწინააღმდეგე ბრძოლის ხაზიდან გაქცეულია“, რადგან რეზულუციის საკომიტეტო განხილვას „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ არც ერთი წარმომადგენელი არ ესწრება.

აღსანიშნავია, რომ კომიტეტის სხდომაზე მოწვეულია მთავარი პროკურატურის პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი. ნადარეიშვილი პროკურატურაში სწორედ იმ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს, რომელიც წინა ხელისუფლების დროს სამართალწარმოების პროცესში ჩადენილ დანაშაულებს იძიებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა