„ქართულ ოცნებას" თავის დროზე სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით მთავარი დაპირება რომ შეესრულებინა, მაშინ პარლამენტში ჩვენ არ ვიხილავდით ამ რეჟიმის წარმომადგენლებს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე - სპიკერმა, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარე ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ირმა ინაშვილის თქმით, მას ნაკლებად აქვს იმედი, რომ მმართველი პარტია ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ მიერ მომზადებულ რეზოლუციას დაუჭერს მხარს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას და წინა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემას ითვალისწინებს.
„რატომ უნდა მქონდეს მხარდაჭერის იმედი „ქართული ოცნების“ მხრიდან? წლების მანძილზე ჩვენ ვხედავთ, რომ სწორედ „ქართული ოცნება“ აცოცხლებდა ბოკერიებს, პოლიტიკური ოპონირების საშუალებას აძლევდა მათ და გადაარჩინეს ეს დამნაშავე პოლიტიკოსები.
ჩვენ გვინდა, რომ ამ რეზოლუციით ეს პოლიტიკური განურჩევლობა დასრულდეს საქართველოში“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.