გიორგი ქობულია „ომეგა ჯგუფზე“ -  გადაიხადონ გადასახადები, ვალები და მერე ვილაპარაკოთ იმაზე, რა პრეტენზიები აქვთ მთავრობის მიმართ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, „იბერია ჯგუფის” ბრალდებები მთავრობის მიმართ უკავშირდება იმას, რომ კომპანიამ დავალიანების გადახდას თავი აარიდოს. ამის შესახებ მინისტრმა „რუსთავი 2”-ის მიერ გამოქვეყნებული ფარული სატელეფონო ჩანაწერების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

გიორგი ქობულიას თქმით, დავალიანების გადახდას თავს ვერავინ აარიდებს.

„ჩემი აზრით, ერთი ფაქტი არის, რომ კომპანიას აქვს ძალიან დიდი დავალიანება გადასახდელი. ეს არის ძალიან დიდი თანხა, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ, ასევე კომერციული ბანკების მიმართ აქვთ უზარმაზარი ვალი. ასეთ შემთხვევაში მგონია, ცოტა უხერხულია, როცა ასეთი ბრალდებები გვესმის. ჩემი აზრით, ეს მიმართული უფრო იმისკენ, რომ თავიდან აირიდონ დავალიანების გადახდა. დავალიანების გადახდას თავიდან ვერავინ ვერ აირიდებს. ეს არის ეკონომიკისთვის მთავარი.

გადაიხადოს ის გადასახადები, გადაიხადოს ის ვალები და მერე ვილაპარაკოთ იმაზე, კიდევ რა პრეტენზიები აქვთ მათ მთავრობის მიმართ”,- განაცხადა გიორგი ქობულიამ.

კითხვაზე, გაუჩნდა თუ არა თანაგუნდელების მიმართ შეკითხვები მას შემდეგ, რაც ფარული სატელეფონო ჩანაწერები მოისმინა, გიორგი ქობულიამ უპასუხა, რომ მას შეკითხვები არ გასჩენია, რადგან მისი რწმენით, კომპანია დავალიანების გადახდისგან თავის არიდებას ცდილობს.

„ვალი რომ არ ჰქონდეს, ვიფიქრებდი, რომ ამ ხალხს არც ვალი აქვთ, ასეთი წესიერი ბიზნესმენები არიან და ასეთ ბრალდებებს გვიყენებენ და მოდით, გავერკვეთ, რაშია საქმე, მაგრამ მოდი, პირველი საკითხი მოვაგვაროთ და როცა მოგვაგვარებთ, მერე ვიფიქროთ სხვა საკითხებზე”,- აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში