ლევან დავითაშვილი „ომეგა ჯგუფზე“ - პოლიტიკური სპეკულაციების ჭრილში საკითხის გადატანა არავის მისცემს საშუალებას, რომ სახელმწიფოს მიმართ არსებული ვალდებულებები  აიცილოს

პოლიტიკური სპეკულაციების ჭრილში საკითხის გადატანა არავის მისცემს საშუალებას, რომ სახელმწიფოს მიმართ არსებული ვალდებულებები თავიდან აიცილოს, - ამის შესახებ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, საბიუჯეტო ვალდებულებების შესრულება არავის ეპატიება.

„გავრცელებული ფარული ჩანაწერები, ალბათ, ყველას უჩენს კითხვებს, მთელ საზოგადოებას, მათ შორის მათი ავთენტურობაც. იცით, რომ იყო განცხადებები, რომ შეიძლება ეს ჩანაწერები იყოს დამონტაჟებული. ზოგადად, ამ საკითხში მთავარია, რომ საბიუჯეტო ვალდებულებების შესრულება არავის ეპატიება და ეს არის მკაფიო, სწორი განცხადება. პოლიტიკური სპეკულაციების ჭრილში საკითხის გადატანა არავის მისცემს საშუალებას, რომ თავიდან აირიდოს ის ვალდებულებები, რომელიც მას სახელმწიფოს მიმართ გააჩნია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს