პლენარულ სხდომაზე თითქმის ყველა ოპოზიციონერი დეპუტატის გამოსვლას სპიკერატიდან ირაკლი კობახიძე პასუხობდა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატების განცხადებებით გამოსვლისას, თითქმის ყველა ოპოზიციონერ დეპუტატს სპიკერატიდან პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომელიც დღევანდელი პლენარული სხდომის წამყვანია.

ოპოზიციონერი დეპუტატების კრიტიკული გამოსვლები ძირითადად შეეხება „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს, „ომეგა ჯგუფის“ საქმეს და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.

ოპოზიციის კრიტიკულ განცხადებებს ყველა ჯერზე პასუხი პლენარული სხდომის წამყვანმა ირაკლი კობახიძემ გასცა. ამასთან დაკავშირებით ოპოზიციონერმა დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს ურჩია, რომ სხვა დროს გამომსვლელთა რიგში ჩაეწეროს და განცხადებები ისე გააკეთოს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა