ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ  ბაზალეთში, დევნილთა დასახლებაში აფეთქების შედეგად  დაშავებულები მოინახულა

ბაზალეთში, დევნილთა საცხოვრებელ შენობაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის და შემდგომ საყოფაცხოვრებო პირობების მოგვარების საკითხებზე სახელმწიფო იზრუნებს, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ განაცხადა, რომელმაც დაშავებულები ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში მოინახულა.

„მოვინახულეთ დაშავებულები, რაც მთავარია ყველა გადარჩა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დანარჩენი, რა პრობლემებიც არის შექმნილი, პირველ რიგში ჯანმრთელობასთან და შემდგომ საყოფაცხოვრებო პირობებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, სახელმწიფო იზრუნებს მათ მოგვარებაზე“, - განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა