ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა მიმდინარეობს

ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა დაიწყო. სხდომა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გახსნა.

„ივლისის სამიტზე ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერები პრეზიდენტ მარგველაშვილს შეხვდნენ, რათა ნატო-საქართველოს კომისიის ათი წლისთავი აღენიშნათ. მათ აღიარეს საქართველოს ალიანსთან ურთიერთობების მასშტაბები და სიღრმე და კვლავ დაადასტურეს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისადმი მხარდაჭერა. დღევანდელი შეხვედრა შესაძლებლობას გვაძლევს განვიხილოთ ჩვენი თანამშრომლობის განვითარება, მათ შორის, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაცია და ნატო-საქართველოს წვრთნების სამზადისი, რომელიც მარტში გაიმართება. ჩვენ ასევე განვიხილავთ უსაფრთხოების სიტუაციას შავი ზღვის რეგიონში“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მისასალმებელი სიტყვის შემდეგ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა დახურულ კარს მიღმა გაგრძელდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო