ნატო ჩხეიძე - დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ლევან ყიფიანი არის ძალიან შეშინებული და თანაც ძალიან დაიმედებული

დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ლევან ყიფიანი არის ძალიან შეშინებული და თანაც ძალიან დაიმედებული, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ „ომეგა ჯგუფის“ ერთ-ერთმა მფლობელმა, ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებელმა, ნატო ჩხეიძემ განაცხადა.

მისი თქმით, არ ელოდა, რომ ლევან ყიფიანი სიმართლეს იტყოდა. ჩხეიძე ეჭვობს, რომ იწერება ახალი სცენარი, რასაც მისი თქმით, ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის ქმედებაც ადასტურებს, რომელსაც ბოლო რამდენიმე საათია გამორთული აქვს მობილური ტელეფონი და არც ერთ ზარს არ პასუხობს.

„ლევან ყიფიანის ადვოკატს გამორთული აქვს ტელეფონი და თავს არიდებს ზარებს. ასეც იქნებოდა, რადგან იმდენად მძიმე იყო ის რეალობა, რა რეალობაშიც აღმოჩნდნენ იმ ჩვენების შემდეგ, რომ რაღაც სხვანაირი სცენარი უნდა დაიწეროს. რაც შეეხება ბატონ ლევან ყიფიანს, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ის არის ძალიან შეშინებული და თანაც ძალიან დაიმედებული. მე არ მოველოდი, რომ ლევან ყიფიანი გამოცხადდებოდა და იტყოდა სიმართლეს, რადგან მაშინ მარტო შეშინებული იქნებოდა. ახლა რაღაც სცენარია მოფიქრებული იმ დაიმედების გამო“, - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ლევან ყიფიანის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე პირველ სტუმრად იყო მიწვეული, თუმცა როგორც გადაცემის წამყვანმა აღნიშნა, მას ბოლო რამდენიმე საათია მობილური ტელეფონი გამორთული აქვს და გადაცემაში არ მივიდა.

იხილეთ ვიდეო: დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ლევან ყიფიანი არის ძალიან შეშინებული და ძალიან დაიმედებული - ნატო ჩხეიძე

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო