თბილისში დევნილთა საცხოვრებელ კორპუსს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე თბილისში, ვარკეთილის მე-2 მიკრორაიონში დევნილთა საცხოვრებელი კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს, უწყებასა და სამგორის რაიონის გამგეობის თანადაფინანსებით, შენობას, სადაც დევნილი ოჯახები ცხოვრობენ, სახურავის რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სამუშაოების ღირებულება 56 686 ლარს შეადგენდა.

„თბილისში, თანადაფინანსებით 500-მდე ობიექტის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა, რის შედეგადაც ათასობით დევნილი ოჯახის საყოფაცხოვრებო პირობები გაუმჯობესდა“, - აცხადებენ სამინისტროში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა