მცხეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორი - სამოგზაურო დაზღვევის უქონლობის გამო, პოსტსაბჭოთა ქვეყნების, ძირითადად რუსეთის მოქალაქების მომსახურებისას, კლინიკები ფინანსურად ზარალდებიან

სამოგზაურო დაზღვევის უქონლობის გამო, კლინიკები ზოგიერთი პოსტსაბჭოთა ქვეყნების მოქალაქის მომსახურებისას, ათობით ათასი ლარის ოდენობით ზარალს ღებულობენ. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე მცხეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა ნიკა ჭელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული ტურისტები ძირითადად რუსეთის ქვეყნის მოქალაქეები არიან, რომლებსაც გადაუდებელი სახის ქირურგიული ოპერაციები ან ტრავმატოლოგიური სახის სამედიცინო დახმარება გაეწიათ.

ნიკა ჭელიძის განმარტებით, უცხოელი მოქალაქე კმაყოფილია, თუმცა თანხების უქონლობის გამო, ისინი ხარჯის დაფარვაზე უარს აცხადებენ.

„სამედიცინო დაწესებულებისთვის სასამართლო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც გადაწყვეტილება აღუსრულებელი რჩება, რადგან საქმე გვაქვს ძირითადად რუსეთის, პოსტსაბჭოთა ქვეყნების მოქალაქეებთან. ეს წარმოადგენს ზოგად პრობლემას და არა მარტო რომელიმე ერთი კლინიკის. გამოსავალი იქნება, რომ სამოგზაურო დაზღვევა საქართველოში შემოსულ ყველა პირს ჰქონდეს. ამ შემთხვევაში კი, ძირითადი ზარალი კლინიკებზე მოდის", - განაცხადა ნიკა ჭელიძემ.

მისივე თქმით, 15 ათასი ლარის ოდენობით გაწეული სამედიცინო ხარჯების ანაზღაურებაზე სასამართლო დავა ამ მომენტშიც აქვთ. სულ კლინიკას რამდენიმე ასეთი შემთხვევა ჰქონდა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა