ანონსი  5 ოქტომბერი

5 ოქტომბერს, 11:00 საათზე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ევროპარლამენტარი ანა გომესი ეწვევა. ვიზიტის მიზანი „იბსუს“ მხარდაჭერა და ადმინისტრაციის წევრებსა და სტუდენტებთან შეხვედრაა.

5 ოქტომბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „რუმს თბილისის“ საკონფერენციო დარბაზში გაიმართება „უახლოეს წარსულში სისხლის სამართლებრივ დევნას და მსჯავრდებას დაქვემდებარებულ ადვოკატთა რეაბილიტაციის კომისიის“ საქმიანობის შედეგების პრეზენტაცია. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ასევე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

საკონტაქტო ტელ.: 558132241

5 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია ბრიფინგს გამართავს.

თემა: მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების რეგისტრაცია.

მის.: წერეთლის გამზ. #144, ჯანდაცვის სამინისტრო

საკონტაქტო პირი სალომე გოგინაშვილი - 558 24 07 70

5 ოქტომბერს, 11:00 საათზე, გაეროს სახლში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე ძალადობისა და დისკრიმინაციისაგან დაცვის საკითხებზე გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტი ვიქტორ მადრიგალ-ბორლოზი პრესკონფერენციას გამართავს, რომელიც მედიას საქართველოში მისი ოფიციალური ვიზიტის წინასწარ შედეგებს გააცნობს.

მის.: რ. ერისთავის ქ. #9

5 ოქტომბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „მემარცხენე ალიანსის“ ლიდერის, სოსო შატბერაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „ომეგას“ საქმე; მარიხუანას კულტივაციის საკითხი, საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერის საკითხი.

მის.: ა. წერეთლის გამზ. #99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა #49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

5 ოქტომბერს, 11:00 საათზე, " ძალა ერთობაშია"-ს ლიდერები, პარლამენტში საზოგადოების და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავენ.

თემა: ქვეყანაში შექმნილი ვითარება.

თბილისი, პარლამენტი, „ა“ კორპუსი, დარბაზი #307

საკონტაქტო პირი თამარა ჯინჭარაძე - 551662525

5 ოქტომბერს, 11:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების ვენის ალბერტინას მუზეუმში გამოფენასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან გამოფენის გენერალური პარტნიორის, საქართველოს ბანკის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ეროვნული გალერეისა და ვენის ალბერტინას მუზეუმის წარმომადგენლები.

მის.: შოთა რუსთველის გამზ. #11

საკონტაქტო პირი ნინო ფოფხაძე - 599 495541

5 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის შესახებ.

მის.: კახეთის გზატკეცილი, ალექსეევკის დასახლება N3, რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის საკონფერენციო დარბაზი.

საკონტაქტო პირი ნინო მამუკაშვილი - 595 95 61 03

5 ოქტომბერს, 11:30 საათზე, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი, საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს და ევროკავშირის ელჩებს ხვდება.

მის: ნინო ჩხეიძის ქ. N 38

5 ოქტომბერს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების“ თავმჯდომარის, ცხოველთა უფლებების დამცველის თეიმურაზ წიქორიძისა და ორგანიზაციის წევრის, ტასო ლოსაბერიძის პრესკონფრენცია გაიმართება.

თემა: ცხოველებისადმი განსაკუთრებული სისასტიკის ფაქტები საქართველოში, ცხოველთა უფლებების დაცვა, ცხოველთა მიუნიციპალურ თავშესაფრში მყოფი ცხოველების მდგომარეობა. დაგეგმილი ცვლილება კანონში, რომლის თანახმადაც, ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობა პატიმრობით დაისჯება.

მის.: ა. წერეთლის გამზ. #99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა #49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

5 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

თსუ I კორპუსი, #107 აუდიტორია

5 ოქტომბერს, 14:00 საათზე, საპარტნიორო ფონდი „სტარტაპ საქართველოს” გამარჯვებული პროექტის Wehost-ის პრეზენტაციას გამართავს.

მის.: თარხნიშვილის ქ. #21

საკონტაქტო პირი ნათია წულაძე - 577 46 17 67

5 ოქტომბერს, 15:00 საათზე, პირველი არხის პრესცენტრში წინასაარჩევნო ტელე და რადიო ეთერის მონიტორინგის შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება.

5 ოქტომბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი შეხვედრას გამართავენ ევროპარლამენტარ ანა გომეშთან.

პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ოთახი.

5 ოქტომბრს, 15:50 საათზე, საპარლამენტო უმცირესობის წევრების, გიგა ბოკერიას და გიორგი კანდელაკის შეხვედრა ევროპარლამენტარ ანა გომეშთან.

თბილისი, ფრაქციის სათათბირო ოთახი N139, C კორპუსი

5 ოქტომბერს, 16:00 საათზე, „მზიურში“, გაიმართება დისკუსია „ბიზნესის როლი მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების პროცესში“. შეხვედრაზე მდგრადი განვითარების მიზნების ბიზნეს საქმიანობაში ინტეგრაციის საუკეთესო მაგალითებს წარადგენენ.

საკონტაქტო პირი ეთუნა ცოტნიაშვილი - 599512215

5 ოქტომბერს, 16.30 საათზე, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი თეიმურაზ შაშიაშვილი კომპლექს KING DAVID-ში ხელისუფლების წარმომადგენლებს, მედიას, პრეზიდენტობის კანდიდატებსა და საზოგადოების წარმომადგენლებს საკუთარი საპროგრამო ორიენტირების პრეზენტაციაზე იწვევს.

5 ოქტომბერს, 17:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საინაუგურაციო სესიას მისასალმებელი სიტყვით გახსნის.

მის.: თბილისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული)

5 ოქტომბერს, 18:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან "საინიციატივო ჯგუფი" (ზვიად ტომარაძე. სოსო მანჯავიძე, დიმიტრი ლორთქიფანიძე, ნანა ხურითი და სხვა...) გამართავს აქციას, მოთხოვნით - დაწესდეს სავიზო რეჟიმი იმიგრაციის შესაჩერებლად და აიკრძალოს ბინადრობის უფლების გაყიდვა.

საკონტაქტო ტელ.: 599 29 00 13

5 ოქტომბერს, 20:00 საათზე, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი, თბილისში, რუსთაველის თეატრში ამომრჩევლებს შეხვდება.

მის: რუსთაველის გამზ. #17

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს