პენტაგონი - „ლუგარის ცენტრი“ აშშ-ის ობიექტებს არ განეკუთვნება

„ლუგარის ცენტრი“ აშშ-ის ობიექტებს არ განეკუთვნება, არამედ საქართველოს შესაბამის უწყებას ეკუთვნის. ამის შესახებ „რია ნოვოსტისთან“ საუბარში პენტაგონის წარმომადგენელმა ერიკ პაჰონმა განაცხადა.

„რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მდებარეობს საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრში და ეკუთვნის მას“, - განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა.

პაჰონის თქმით, ცენტრის მისიაა, წვლილი შეიტანოს ადამიანებისთვის ბიოლოგიური საფრთხისგან დაცვაში, ადამიანებისა და ცხოველების ჯანმრთელობის დაცვაში ინფექციური დაავადებების აღმოჩენის გზით, ეპიდემიოლოგიური ვითარების შესწავლით, ასევე, კვლევების ჩატარებით საქართველოს, კავკასიის რეგიონისა და მსოფლიო საზოგადოების საკეთილდღეოდ.

დღეს რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაურმა იგორ კირილოვმა განაცხადა, რომ საქართველო და აშშ იმედია განმარტავენ, თუ რატომ ინახება „ლუგარის ლაბორატორიაში“ ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის საბრძოლო მასალა.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე