ქობულეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ახალი შენობა აქვს

ქობულეთს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობა აქვს. ადმინისტრაციული ფართი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან, აჭარის ა/რ ჯანდაცვის მინისტრ ზაალ მიქელაძესთან და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერთან, მირიან ქათამაძესთან ერთად გახსნა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობა საერთაშორისო სტანდარტების დაცვით არის აგებული. ცენტრი აღჭურვილია საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ინვენტარით. თანამშრომლებისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ოთახებია გამოყოფილი. გათვალისწინებულია სივრცე სამედიცინო სახარჯი მასალისა და სხვა ტექნიკური ინვენტარისთვის. შენობის გარე პერიმეტრზე კი, ავტოპარკის განსათავსებლად, სპეციალური ტერიტორიაა მოწყობილი. ამ დრომდე, ცენტრის პერსონალი ერთ-ერთ კერძო შენობაში იყო განთავსებული, სადაც შესაბამისი სამუშაო და მოსასვენებელი პირობები არ იყო უზრუნველყოფილი.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობით ხორციელდება.

ამ დრომდე, ახალი შენობები გადაეცა ფოთის, ბორჯომისა და ხონის რაიონულ სამსახურებს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა