გამოკითხვის შედეგებით, სალომე ზურაბიშვილის და გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერთა ხმები თანაბრად იყოფა და 28-28 %-ს შეადგენს, მესამე ადგილს კი დავით უსუფაშვილი იკავებს

ipn.ge-ზე, ambebi.ge-სა და kvirispalitra.ge-ზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, საპრეზიდენტო კანდიდატების - სალომე ზურაბიშვილისა და გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერთა რაოდენობა თანაბარია.

უფრო კონკრეტულად, შეკითხვაზე: ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას? „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გამოკითხვაში მონაწილეთა 28 %-28 %-მა აირჩია.

6 %-მა ხმა მისცა დავით ბაქრაძეს, 12 %-მა დავით უსუფაშვილს, 6 %-მა ზურაბ ჯაფარიძეს, ხოლო 20 %-მა აირჩია კატეგორია „სხვა“.

გამოკითხვაში მონაწილეობა სულ 24 638-მა მოქალაქემ მიიღო. გამოკითხვა ipn.ge-ზე, ambebi.ge-სა და kvirispalitra.ge-ზე 2 ოქტომბერს დაიწყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება