საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც გერმანიის ქალაქ მიუნსტერში ოჯახი დააყაჩაღა, ექვსწლიანი პატიმრობა მიესაჯა

საქართველოს 32 წლის მოქალაქეს, რომელმაც გერმანიის ქალაქ მიუნსტერში ოჯახი დააყაჩაღა, ექვსწლიანი პატიმრობა მიესაჯა. ამის შესახებ გერმანული მედია იუწყება.

სასამართლომ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის აპრილში საქართველოს მოქალაქე ამ დრომდე დაუდგენელ კიდევ ერთ პირთან ერთად სახლში შეიჭრა. „თავდამსხმელებმა ოჯახის უფროსს სცემეს და სკამზე დააბეს, მის მეუღლესა და 8 და 10 წლის შვილებს კი დანით დაემუქრნენ. ბოროტმოქმედებმა სახლიდან რამდენიმე ასეული ევრო, ოქროულობა და მარიხუანა წაიღეს. მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლე ბრალდებულს სასჯელის შემსუბუქებას დაპირდა, მან სასამართლოზე თანამზრახველის ვინაობა არ გაამხილა“, - წერს გერმანული მედია.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო