ნატო ჩხეიძე - ზაზა ოქუაშვილი აპირებს, გამოძიებას მისცეს ჩვენება, თუმცა მისი უსაფრთხოება დაცული არ არის და საქართველოში დაბრუნებას ჯერ არ აპირებს

ზაზა ოქუაშვილი აპირებს, რომ საგამოძიებო უწყებასთან ითანამშრომლოს და მისცეს ჩვენება, - ამის შესახებ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა ნატო ჩხეიძემ საქალაქო სასამართლოში მისი გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. თუმცა, მისი განმარტებით, ოქუაშვილის უსაფრთხოება დაცული არ არის, შესაბამისად, ის საქართველოში დაბრუნებას ჯერ არ აპირებს.

„ზაზა ოქუაშვილი აპირებს, რომ საგამოძიებო უწყებასთან ითანამშრომლოს და მისცეს ჩვენება. გამოძიებისთვის, ვფიქრობ მნიშვნელოვანია ზაზა ოქუაშვილის პასუხები და არა მისი ფიგურა. მან გააკეთა განცხადება და მეც ვეთანხმები, რომ დაცული არ არის მისი უსაფრთხოება, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელსაც წესით, სრულიად არ ეხება ეს საკითხი, პროკურატურას ტელეეკრანიდან პირდაპირი მესიჯი მისცა, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო.

ვერანაირ ვარაუდს ვერ გამოვთქვამ ვის უნდა გაევრცელებინა ან ჩაეწერა ეს ჩანაწერები, თუმცა უტყუარად ვამბობ, რომ ზაზა ოქუაშვილს ამასთან კავშირი არ აქვს. ოქუაშვილის ინტერესებში შედის, რომ ამხილოს დღევანდელი ჩრდილოვანი მმართველობა და ეს ინტერესები, ალბათ საქართველოში ნაკლებად, მაგრამ ლონდონში ბოლომდე იქნება დაცული“, - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა „ომეგა ჯგუფის“ ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამაც, რომლის თქმითაც, მნიშვნელობა არ აქვს ტერიტორიულად რა ადგილიდან მიაწვდის ოქუაშვილი გამოძიებას ინფორმაციას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა