კონკურსის  „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს” საზეიმო დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

„გარდენ ჰოლში”, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კონკურსის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს” საზეიმო დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სამინისტროს რჩეული - კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოში დაბადებული, მარნეულის N2 საჯარო სკოლის პედაგოგი თემურ სუყაშვილი დაასახელა.

გამარჯვებულს გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისთვის “მწვანე ჯილდო”, მადლობის სიგელი და კომპანია "კარფურის" მხარდაჭერით პერსონალური კომპიუტერი გადაეცა.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო “ განათლების, მეცნიერებისა, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით მეორედ გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2017 წელსაც გამოავლინა საკუთარი რჩეული - სვანეთის სოფელ ფარის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ეკა წულუკიძე. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ერთ-ერთი მთავარი მიზანი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობა და ამ გზით მოსახლეობის ცოდნისა და ცნობიერების დონის ზრდა წარმოადგენს, სწორედ ამიტომ ცენტრი 2013 წლიდან აქტიურად მუშაობს გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობაზე განათლების როგორც ფორმალურ ისე არაფორმალური და არაოფიციალური მიმართულებით. გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისა და პოპულარიზაციისთვის ცენტრმა “მწვანე ჯილდო” დააწესა, რომელიც 2018 წლის ივნისში სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისთვის თბილისის 85-ე ბაგა-ბაღის აღმზრდელს ლელა ტყემალაძეს გადაეცა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა