სოფო კილაძე - დემოკრატიისთვის საზიანოა, როცა არასამთავრობო სექტორის ზოგიერთი წარმომადგენელი ბოროტად იყენებს თავის პოზიციას

დემოკრატიისთვის საზიანოა, როცა არასამთავრობო სექტორის ზოგიერთი წარმომადგენელი ბოროტად იყენებს თავის პოზიციას, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ განაცხადა.

კილაძე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ "რუსთავი 2" ის გენერალურმა დირექტორმა ფაშისტური განცხადებები გააკეთა.

„მე მგონია, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში არასამთავრობო სექტორის როლი არის მნიშვნელოვანი, თუმცა იმავდროულად დემოკრატიისთვის საზიანოა ასევე, როცა არასამთავრობო სექტორის ზოგიერთი წარმომადგენელი ბოროტად იყენებს თავის პოზიციას. მე არ მგონია, რომ ირაკლი კობახიძის განცხადებაში რაიმე ფაშისტური ყოფილიყო, პირიქით, მან მოუწოდა არასამთავრობო სექტორს, დაინტერესდნენ იმ ფაშისტური განცხადებებით, რომლებიც კეთდება. არის შემთხვევები, როცა ასეთ საკითხებზე ატყდება აჟიოტაჟი და ძალიან რთულ პრობლემებზე არავინ არაფერს ამბობს, ეს აჩენს სერიოზულ კითხვის ნიშნებს. არასამთავრობო სრქტორის როლი და მნიშვნელობა ჩვენი დემოკრატიისთვის ფასდაუდებელი", - განაცხადა სოფო კილაძემ.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ ირაკლი კობახიძემ გააკეთა ადეკვატური განცხადება, რადგან მან დაგმო ყველანაირი ძალადობრივი მოწოდებების გამოვლინება.

შეგახსენებთ, „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ რამდენიმე დღის წინ „ფეისბუქზე" დაწერა: "ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილს ან აფინანსებს, ან კამპანიაში სხვაგვარად ეხმარება, ყველა პოლიტიკოსი, რომელიც დაყვება და მხარს უჭერს, უკიდურესად უნდა შევავიწროვოთ".

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ნიკა გვარამიას ამ განცხადებას "ხელმოცარული და უნიათო ფაშისტის განცხადება" უწოდა. მისივე თქმით, ვინც ხელს აფარებს ფაშიზმს, თავადაც ფაშიზმის თანამონაწილეა. "სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები არასამთავრობოების ხელმძღვანელ პირებს შორისაც არიან", -აღნიშნა კობახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა