ლევან იზორია ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებებს დეზინფორმაციას უწოდებს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებებს დეზინფორმაციას უწოდებს. „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ - თუ რა საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებები და შესაძლებელია თუ არა მათი მხრიდან ამ მიმართულებით გარკვეული პროვოკაციები, იზორიამ განაცხადა, რომ ეს არის მორიგი დეზინფორმაციის ნაწილი და არა სხვა რაიმე გეგმების.

„ეს დეზინფორმაცია ემსახურება ჩვენს საზოგადოებაში არასწორი განწყობების და ნეგატიური ფონის შექმნას. ამას უნდა შევხვდეთ მშვიდად. ეს არის ჩვეული სტილი რუსეთის ფედერაციის, რომელიც არ არის ახალი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ნატო-ს წევრი პარტნიორი ქვეყნებისთვისაც. რუსეთს აღელვებს საქართველოს პროგრესი, რუსეთს აწუხებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და რუსეთს აწუხებს, რომ საქართველო ხდება სამაგალითო ქვეყანა რეგიონისთვის და არა მხოლოდ რეგიონისთვის. რუსეთის გულისტიკივილი „ადეკვატურ“ პასუხებს ითხოვს რუსეთის ფედერაციისგან, რომელიც გამოიხატება კონკრეტულ დეზინფორმაციასა და კონკრეტულ ტყუილებში“, - განაცხადა იზორიამ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა