დავით სერგეენკო - სალომე ზურაბიშვილისთვის  თანხის გადარიცხვა ექიმების პირადი გადაწყვეტილებაა

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, მედიის საშუალებით გაიგო, რომ მედიკოსების ნაწილმა სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გარკვეული რაოდენობის თანხა შესწირა.

როგორც ჟურნალისტებს სერგეენკომ განუცხადა, ზურაბიშვილს თანხა ექიმებმა პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე გადაურიცხეს.

„იმის შესახებ, რომ ექიმებმა თანხა ჩარიცხეს, მედიიდან გავიგე. ის, რომ მათ ვინმე აიძულებდა, ამის შესახებ არაფერი ვიცი. ეს არის მათი პირადი გადაწყვეტილება და ამის დასაზუსტებლად ვერაფერს გეტყვით“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ოქტომბრის თვის შემომწირველთა რიგებში ექიმებიც არიან.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა