დავით სერგეენკო  „ომეგა ჯგუფზე“ -  ეს საგადასახადო საკითხია, რომელიც პოლიტიზირდა, იმისთვის, რომ ამ კომპანიის მფლობელს, სავარაუდოდ, გადასახადის გადავადება უნდა

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს შეფასებით, „ომეგა ჯგუფის“ საქმის პოლიტიზება მოხდა.

ჟურნალისტის კითხვაზე, „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე მედიაში გავრცელებული ჩანაწერების საფუძველზე, უნდა დაიკითხოს, თუ არა ბიძინა ივანიშვილი, სერგეენკო განმარტავს,რომ ეს გამოძიების საკითხია.

„ფაქტია, რომ ბოლო დროს, მედია სივრცეში „იბერიის“ საქმე დომინირებს. რამდენადაც ვიცი და რამდენადაც ჩახედული ვარ, ეს არის სუფთა საგადასახადო საკითხი, რომელიც ერთგვარად გამდიდრდა, პოლიტიზირდა, იმისთვის, რომ სავარაუდოდ, გადასახადის გადავადება უნდა ამ კომპანიის მფლობელს. რაც შეეხება იმას, ვინ უნდა დაიკითხოს, ან ვინ -არა, ეს, ალბათ, გამოძიებამ უნდა დაადგინოს. მე გამიჭირდება ამაზე კომენტარი გვაკეთო“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

შეგახსენებთ, რომ "ომეგა ჯგუფის" საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე აუდიოჩანაწერი გავრცელდა,რომელზეც პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, 4 ოქტომბერს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 2018 წლის 9; 11; 14 და 21 სექტემბერს მედიაში გასულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გასცა ვიდეო და ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც ისინი არ არის ავთენტიკური, დამზადებულია მონტაჟის გზით, ამავდროულად, ყველა ვიდეოჩანაწერი დამზადებულია წყვეტებით და მათზე მრავლობით აღინიშნება ციფრული და მექანიკური და მონტაჟის კვალი.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა