ანონსი  9 ოქტომბერი

9 ოქტომბერს, 09:00 საათზე, საგამოფენო ცენტრში „ექსპოჯორჯია“, მესამე პავილიონში, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, კერძო სექტორის, სავაჭრო პალატების, ბიზნეს ასოციაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების 200-ზე მეტი წარმომადგენელი მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს განიხილავს და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას გაეცნობა.

9 ოქტომბერს, 11:00 სათზე, „ქორთიარდ მერიოტში“ ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: მსოფლიოში აღიარებული ლონდონის ავტორიტეტული ექსპერტიზის ბიუროს ახალი დასკვნა სატელევიზიო ეთერებით ვანო ჩხარტიშვილზე ბოლო დროს გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერების ავთენტურობაზე.

საკონტაქტო პირი მარიამ ცოცხალაშვილი - 591 24 80 01

9 ოქტომბერს, 11:00 საათზე, გაიმართება საქართველოს პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობის შეხვედრა დასავლეთ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატთა ბიუროს თანამშრომლებთან.

საირმე, სასტუმრო "საირმე ბესტ ვესტერნი"

9 ოქტომბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ ხელმძღვანელის, ვაჟა იორდანიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: ტექდათვალიერების რეფორმის მიმდინარეობა; რა პრობლემები იკვეთება ამ პროცესში, რამდენად ეფექტიანად მიმდინარეობს რეფორმა.

მის.: ა. წერეთლის გამზ. #99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა #49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

9 ოქტომბერს, 11:00 საათზე, "ძალა ერთობაშია"-ს ლიდერები საზოგადოებრივი დისკუსიების ციკლის დაწყებასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებს, ადვოკატებს, იურისტებსა და სფეროს სპეციალისტებს შეხვდებიან.

თემა: სასამართლო სისტემის რეფორმა. პრობლემები და გამოწვევები.

მის.: თავისუფლების მოედანი, „ქორთიარდ მერიოტი“, მეორე სართული, ბალრუმი

საკონტაქტო პირი თამარა ჯინჭარაძე - 551 66 25 25

9 ოქტომბერს, 11:30 საათზე, “მრავალენოვანი საქართველოს” თავმჯდომარე არნოლდ სტეპანიანი მედიაცენტრ „მთავარის” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: საპრეზიდენტო კანდიდატების საარჩევნო პროგრამა, სადაც ეროვნული უმცირესობების თემატიკა არასდროს ფიგურირებს - რა პრობლემები აქვთ საპრეზიდენტო კანდიდატებს ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებით.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

9 ოქრომბერს, 12:00 საათზე, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი რუსთავის მოსახლეობას შეხვდება. შეხვედრა რუსთავის თეატრში გაიმართება.

მის.: რუსთავი, ფიროსმანის ქ. N7

9 ოქტომბერს, 12:00 საათზე, მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე მღვდელმთავრებთან ერთად ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სავედრებელ პარაკლისს გადაიხდის.

9 ოქტომბერს, 12:00 საათზე, “ეთნოსთა შორის თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრის“ დირექტორი აგიტ მირზოევი მედიაცენტრ „მთავარის” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: საპრეზიდენტო კანდიდატების საარჩევნო პროგრამაში ეროვნული უმცირესობების თემატიკა იგნორირებულია.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

9 ოქტომბერს, 13:00 საათზე, საქართველოს უნივერსიტეტში 20-ზე მეტი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ამერიკელ პარტნიორებთან, ლორეტა ჰერიტონთან და კრისტინა პუშაუსთან ერთად განიხილავენ „დასავლური პლატფორმის“ სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივას. შეხვედრის შემდგომ იქნება ექსკურსია საოკუპაციო ხაზთან.

მის.: კოსტავას ქ. #77ა, საქართველოს უნივიერსიტეტის მე-5 სართული, #519 აუდიტორია.

საკონტაქტო პირი შმაგი ჩოხელი - 593 50 10 12

9 ოქტომბერს, 13:00 საათზე, სოსო რობაქიძე მედიაცენტრ "მთავარის” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

9 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა ჩატარდება.

თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

9 ოქტომბერს, 13:30 საათზე, ტელეკომპანია „იბერიაში“ საგანგებო განცხადება გაკეთდება.

მის: ჩუბინაშვილის 41

9 ოქტომბერს, 14:30 საათზე, რუსთავში, კამპანია „იცურე მშვიდად“ მორიგ აქციას გამართავს.

მის.: მე-11 და მე-12 მიკრორაიონების მიმდებარედ, ჰესთან არსებულ დაჭაობებულ წყალსაცავთან.

საკონტაქტო პირები: ლანა გიორგიძე - 598 46 70 70. ალეკო ცქიტიშვილი - 599 93 76 76

9 ოქტომბერს, 15:00 საათზე, თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის სხდომა

თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

9 ოქტომბერს, 15:00 საათზე, „საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრში“ გაიმართება პროექტის, „კარგი მმართველობის სტანდარტები საქართველოს ეროვნულ სპორტულ ფედერაციებში“, პრეზენტაცია.

(თბილისი, კოსტავას 75ბ)

საკონტაქტო პირი ნუკი დარასელია - 592 77 61 77

9 ოქტომბერს, 15:00 საათზე, „საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრში“ გაიმართება პროექტის, „კარგი მმართველობის სტანდარტები საქართველოს ეროვნულ სპორტულ ფედერაციებში” პრეზენტაცია.ღონისძიებას გაუძღვება პროექტის კოორდინატორი გიორგი თარგამაძე და მკვლევარი ანატოლი კორეპანოვი.

მის.: კოსტავას ქ. #75ბ

საკონტაქტო პირი ნუკი დარასელია - 592 77 61 77

9 ოქტომბერს, 16:00 საათზე, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გარდაბნის მოსახლეობათან შეხვედრას გამართავს.

მის.: გარდაბანი, აღმაშენებლის ქ. N70, კულტურის სახლი

9 ოქტომბერს, 17:00 საათზე, პრეზიდენტობის კანდიდატის დავით უსუფაშვილი ქუთაისის მოსახლეობას შეხვდება.

მის.: ქუტაისი, თამარ მეფის ქ. N14, კინოთეატრი „საქართველო“

9 ოქტომბერს, 17:00 საათზე, საოკუპაციო ზოლთან, ბობნევი-ხურვალეთის მიმდებარედ, არასამთავრობო ორგანიზაციები მაია ოთანაშვილის მხარდამჭერ აქციას გამართავენ.

საკონტაქტო პირი შმაგი ჩოხელი - 593501012

9 ოქტომბერს, 18:00 საათზე, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ნართების თქმულებების პირველი თეატრალური წარმოდგენა გაიმართება.

მის: საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დარბაზი.

9 ოქტომბერს, 19:00 საათზე, პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავას ბრიფინგი გაიმართება.

მის: თბილისი, პარლამენტის ბიუროს ოთახის წინ (B კორპუსი, მე-2 სართული)

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო