აუდიტის სამსახური ექიმების მიერ სალომე ზურაბიშვილისთვის განხორციელებული შემოწირულების საკითხს შეისწავლის და ამასთან დაკავშირებით სასამართლოსაც მიმართავს

სახელმწიფო აუდიტის სამსახური იმ ექიმების მიერ განხორციელებულ შემოწირულების საკითხს შეისწავლის, რომლებმაც მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს მსხვილი თანხები შესწირეს.

„ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აუდიტის სამსახურში ის პროცედურები განმარტეს, რაც კანონმდებლობითაა გაწერილი.

„შესწავლა დაიწყება, აუდიტის სამსახური დადგენილი პროცედურების შესაბამისად იმოქმედებს - მიმართავს სასამართლოს, რათა შეისწავლოს შემომწირველთა შემოსავლები და საბანკო ტრანზაქციები“, - განაცხადეს აუდიტის სამსახურში.

აღსანიშნავია, რომ ექიმების მიერ განხორციელებულ შემოწირულებასთან დაკავშირებით შეკითხვები აქვთ არასამთავრობო სექტორში. არასამთავრობოები სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის ოფიციალური განცხადებით მიმართვასაც გეგმავენ იმის თაობაზე, რომ მათ მიერ განხორციელებული შემოწირულების საკითხის შესწავლა დაიწყოს.

შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ განხორციელებული მსხვილი შემომწირველების გარკვეული ნაწილი ექიმებია.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ