ზესტაფონში ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესების მიზნით, ქარხნის ეზოში არსებული მტვრის გროვა ბალახის საფარით დაიფარება

„ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველის ნიკოლოზ ჩიქოვანის ინიციატივით, ზესტაფონში ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესების მიზნით, ქარხნის ეზოში არსებული მტვრის გროვა ბალახის საფარით დაიფარება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

„წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოები მტვრის გროვის დაფარცხვით დაიწყო და ბალახის ჰიდრო დარგვის პროცესით გაგრძელდება, რასაც ერთი კვირა დასჭირდება. აღნიშნული საკითხის მოგვარებას პოლონური კომპანია ,“აგრო მაქს დეკორი“ აწარმოებს და გაწერილი ვადით ორ თვეში დასრულდება.

მიმდინარე სამუშაო პროცესი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა, კახაბერ მახათაძემ ვასილ გველესიანთან ერთად ადგილზე დაათვალიერა, ღონისძიება დადებითად შეაფასა და ქარხნის სპეციალურ მმართველს მსგავსი სასიკეთო საქმეების წამოწყებაში მხარდაჭერა გამოუცხადა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორის ვასილ გველესიანის თქმით, ფეროშენადნობთა ქარხანა იღებს ვალდებულებას იზრუნოს ზესტაფონის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.

"სარემონტო სამუშაოების დროს, 24-ე და 21-ე ღუმელებს მთლიანად გამოეცვალა ძველი ფილტრები. აქვე, 20-20 დღის განმავლობაში გამორთული გვქონდა 24-ე და 21-ე ღუმელები. ამ პერიოდში თითოეული ღუმელის ფილტრების კამერაში 2100 ც ფილტრი მთლიანად შეიცვალა ახლით", - განაცხადა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორმა ვასილ გველესიანმა.

მანამდე, ვიდრე მტვრის გროვა გამწვანდება, ქარხანაში დანამვის სისტემა მოეწყო, რაც მტვრის ნაკლებ გაფანტვას უზრუნველყოფს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის