„ქართული ღვინის ფესტივალი 2018“ 13 ოქტომბერს შარდენზე უკვე მეორედ გაიმართება

მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, შაბათს 11:00 საათიდან 19:00 საათამდე „ქართული ღვინის ფესტივალი 2018“ უკვე მეორედ გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფესტივალის ორგანიზატორებმა აცნობეს, ფესტივალი ონლაინმაღაზია allwine.ge-სა და “მეიდან ჯგუფის” ორგანიზებით ტარდება. ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გახსნის.

წლევანდელ ფესტივალში ღვინის დიდ კომპანიებთან ერთად, მცირე მარნებიც მიიღებენ მონაწილეობას და საკუთარ პროდუქტს წარმოადგენენ. ღვინის დეგუსტაციასთან და გამოფენა-გაყიდვასთან ერთად, ფესტივალზე სხვადასხვა სახის პროდუქცია იქნება წარმოდგენილი: ყველი, ჩურჩხელა, ჩირი, თაფლი და ქართული აქსესუარები.

„იმისათვის, რომ აღნიშნული პროდუქტების დაგემოვნების პროცესი კიდევ უფრო სასიამოვნო გახდეს, სტუმრები მოძრაობის თეატრის მსახიობების მიერ დადგმულ პერფორმანსს იხილავენ. ასევე, მოისმენენ ქართულ ფოლკლორს, რომელიც ფოლკლორის ეროვნული ცენტრის მიერ იქნება ორგანიზებული. მაყურებლის წინაშე წარდგებიან ანსამბლები: „ნანინა“, „ოდა ბადე“, „ნართები“, „მართვე“ და სხვები. ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ იხილონ დრამების, ოჩოფეხებისა და ცეცხლის შოუ. გასული წლის მსგავსად, ფესტივალს გააფორმებენ მიმები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

”ქართული ღვინის ფესტივალი 2018“-ის პარტნიორები არიან: მოძრაობის თეატრი, ფოლკლორის ეროვნული ცენტრი, ART Shok Company.

ფესტივალის მედია მხარდამჭერები არიან: პალიტრანიუსი, რადიო პალიტრა, ambebi.ge,events.ambebi.ge, ipn.ge, kvirispalitra, georgianjournal.ge, allnews.ge, reitingi.ge.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო