სარალიძისა და მაჩალიკაშვილის აქციაზე შეხლა-შემოხლა მოხდა

ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის აქციაზე რამდენიმე წუთის წინ შეხლა-შემოხლა მოხდა. მათი მხარდამჭერები ბანერებით კარვის აწყობას ცდილობდნენ, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა. ადგილზე იმყოფებოდა ორგანიზაცია “დასავლეთის პლატფორმის” თანადამფუძნებელი კრისტინა პუშერი, რომელმაც ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.

როგორც კრისტინა პუშერმა ჟურნალისტებს განუცხადა, გაოცებულოა იმით, რომ ასეთ მცირერიცხოვან აქციაზე ამდენი პოლიციელია მობილიზებული. “ბევრმა ქართველმა მეგობარმა მითხრა, რომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს სიტყვის თავისუფლება შეზღუდული იყო. ვერ ვგრძნობ, რომ სიტყვის თავისუფლება ახლა არის. ეს ჩემი აზრია”,- აღნიშნა მან.

ზაზა სარალიძის თქმით, მათ სურდათ, რომ არა კარავი, არამედ კარვის მსგავსი მოწყობილობა დაედგათ, რადგან სიცივის გამო ღამის ღია ცის ქვეშ გათენება უჭირთ, თუმცა პოლიციამ კარვისთვის განკუთვნილი ბანერები დააზიანა. “დღეს აწყობას აზრი აღარ აქვს, სხვა დროს, ვნახოთ. ამას კარავს ვერ დავარქმევ, იქიდან გამომდინარე, რომ კარავი სულ სხვა სტილის არის, ეს იქნებოდა ზუსტად ისეთივე კონსტრუქცია, რომელშიც ქარი და სიცივე არ შედის, წინა მხრიდანაც ხილული იქნებოდა, რაზეც მანამდე პოლიციელებმა განმარტება მოგვცეს, რომ კარავს იქიდან გამომდინარე ვერ გაგვაშლევინებდნენ, რომ მათთვის უკონტროლო ხდებოდა პროცესები, ამიტომ სპეციალურად შევარჩიეთ კონსტრუქცია, რომელიც მათთვის ხილული და წინა მხრიდან ღია იქნებოდა, მაგრამ დღეს თავიანთ მოთხოვნასაც გადააბიჯეს”,- აღნიშნა მან.

ზაზა სარალიძის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის კარვის მსგავსი კონსტრუქციის გაშლასთან დაკავშირებით შეხლა-შემოხლა ორჯერ მოხდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო