დღეს დასაქმების ფორუმი გაიმართება, რომელზეც 25-მდე დამსაქმებელი  2000-ზე მეტი ვაკანსიით იქნება წარმოდგენილი

კრწანისის რაიონის გამგებლის, ლევან ჯაფარიძის ინიციატივით, დღეს, სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლობითა და „საქართველოს ბიზნესის აკადემია - SBA”-ს ჩართულობით დასაქმების ფორუმი გაიმართება. დასაქმების ფორუმი „საქართველოს ბიზნესის აკადემია - SBA”-ში გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ღონისძების ორგანიზატორებმა აცნობეს, დასაქმების ფორუმზე 25 -მდე დამსაქმებელი შრომის ბაზარზე 2000-ზე მეტი აქტიური ვაკანსიით იქნება წარმოდგენილი.

მათივე ინფორმაციით, ფორუმის ფარგლებში სამუშაოს მაძიებლები და დამსაქმებლები ერთ სივრცეში, სწრაფად და მარტივად დაუკავშირდებიან ერთმანეთს, ამავდროულად, მათ მიეწოდებათ ინფორმაცია, ყველა იმ პროგრამისა და სერვისების შესახებ, რასაც სოციალური მომსახურების სააგენტო ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.

ანალოგიური ფორუმები, თბილისის მასშტაბით, მიმდინარე წელს უკვე ჩატარდა ჩუღურეთის, ნაძალადევის, ისნის, ვაკის, გლდანის, საბურთალოსა და სამგორის რაიონებში. დასაქმების ფორუმში შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა worknet.gov.ge - ზე დარეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლები მიიღებენ მონაწილეობას.

ფორუმი 14:00 საათზე დაიწყება და ორ საათს გაგრძელდება.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა