მამუკა ბახტაძე - დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჩვენ არასოდეს გვქონია ასეთი მძლავრი საშუალება, მოგვეხდინა ჩვენი კულტურის პოპულარიზაცია ევროპაში

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჩვენ არასოდეს გვქონია ასეთი მძლავრი საშუალება, მოგვეხდინა ჩვენი კულტურის პოპულარიზაცია ევროპაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს თემატური სტენდების გახსნის შემდეგ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმრობა საქართველოსთვის არის უნიკალური შესაძლებლობა, თავისი ტრადიციები, კულტურა, ანბანი, ლიტერატურა და ფასეულობები ევროპას უკეთ გააცნოს.

“საქართველო რამდენიმე სტენდით არის წარმოდგენილი, ამასთან ერთად, ჩვენ გვაქვს სპეციალური პავილიონი,რომელიც ეძღვნება მხოლოდ საქართველოს - ჩვენს კულტურას, ლიტერატურას, ფოლკლორსა და მეცნიერებას. წარმოდგენილია სტენდები, სადაც საშუალება გვეძლევა, მოვახდინოთ ჩვენი ღვინის პოპულარიზაცია. ევროპამ ოფიციალურად აღიარა, რომ სწორედ საქართველოა ღვინის სამშობლო და ჩვენ 8000 წლის წინ დავიწყეთ ღვინის კეთება, რაც ევროპულ ცივილიზაციაში საქართველოს მიერ შეტანილი ძალიან მნიშვნელოვანი კონტრიბუციაა. ამას ყველა აღიარებს”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძემ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ამ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებაში მიიღო მონაწილეობა. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნის - საქართველოს თემატური სტენდები მთავრობის მეთაურმა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დირექტორ იურგენ ბოსსა და საქართველოს დელეგაციის წევრებთან ერთად დაათვალიერა. სტენდების პავილიონში წარმოდგენილია წიგნის ცენტრის და ქართველი გამომცემლების, მეცნიერების, ინოვაციების სააგენტოს, სახელოვნებო, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სტენდები. საქართველოს თემატური სტენდები ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სტუმრებს არაერთ ენაზე ნათარგმნ ლიტერატურას სთავაზობს, რომლის გაცნობის შესაძლებლობა დამთვალიერებელს კვირის ბოლომდე ექნება.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს