ლევან ყიფიანი აცხადებს, რომ „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად ოთარ ფარცხალაძესთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია

სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი მიცემულ ჩვენებაში აცხადებს, რომ „ომეგა ჯგუფის“ წინაშე არსებულ დავალიანებასთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია. ყიფიანის ჩვენებას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

გამომძიებლის კითხვაზე, „ ომეგა ჯგუფის“ წინაშე არსებულ დავალიანებასთან დაკავშირებული პრობლემის მოსაგვარებლად ან/და კომპანიისთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად თუ გქონით სატელეფონო ან პირადი კომუნიკაცია ოთარ ფარცხალაძესთან, ყიფიანი ასე პასუხობს: „მე არც ერთ დასახელებულ საკითხზე რაიმე სახის კომუნიკაცია ოთარ ფარცხალაძესთან არ მქონია და ვერც ვხვდები არსს, რომ მას დავკონტაქტებოდი, რადგან ოთარს ჰქონდა საკუთარი ბიზნესი, სამი წლის წამოსული იყო საჯარო სამსახურიდან და შესაბამისად, მას არანაირი ბერკეტი რომელიმე დასახელებული საკითხის მოსაგვარებლად არ გააჩნდა“, - აცხადებს ლევან ყიფიანი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო